×
  • შემოგვიერთდით ინჰუას აკადემიის პრაქტიკოსი პედაგოგების გუნდში!


  • თუ ფლობთ რომელიმე უცხო ენას (პრიორიტეტულია: ჩინური, კორეული, იაპონური, თურქული, არაბული, ტაილანდური ენების ცოდნა მინიმუმ B1, B2 დონეზე) ან ხართ ინჰუას აკადემიის რომელიმე ენის B1, B2 დონის  სტუდენტი ან დამწყები ფილოლოგი (უნივერსიტეტის სტუდენტი უცხო ენის ფილოლოგიის მიმართულებით), გიფიქრიათ, გაუზიაროთ ცოდნა სხვა ადამიანებს, მაგრამ არ იცით როგორ შეიმუშავოთ სილაბუსი და დაიწყოთ სწავლება სწორი პროგრამით, მაშინ, გელოდებით ინჰუას აკადემიაში!

    აპლიკაციების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება შემდეგი ენების ცოდნას:

    🔶კორეული
    🔶ჩინური
    🔶იაპონური
    🔶არაბული
    🔶თურქული
    🔶ტაილანდური 

    რეგისტრაცია

  • განათლება და მოთხოვნები

    პრაქტიკოსი პედაგოგების შერჩევის კრიტერიუმები:

    1. იყოს ინჰუას აკადემიის რომელიმე ენის B1, B2 დონის სტუდენტი
    2. ფლობდეს ჩინურ, კორეულ, იაპონურ, თურქულ, არაბულ ან ტაილანდურ ენას მინიმუმ B1, B2 დონეზე (განიხილება სხვა დაინტერესებული პირის პორტფოლიოც, რომელიც არ სწავლობს ინჰუას აკადემიაში)
    3. იყოს რომელიმე უცხო ენის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, დამწყები ფილოლოგი
    4. შეეძლოს მშობლიურ ენაზე გამართული წერა და მეტყველება
    5. შეეძლოს საოფისე პროგრამების და ციფრული პლატფორმების გამოყენება
    6. სასურველია, პრაქტიკოსი პედაგოგი ერკვეოდეს ციფრული მარკეტინგის თანამედროვე გამოწვევებში.
    7. შეეძლოს შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება
    8. ჰქონდეს თავისუფალი დრო, კვირაში არანაკლებ 7 საათი
    9. იყოს მოწესრიგებული, ორგანიზებული, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული

  • გამოცდილება

    ინჰუას აკადემიის სტუდენტებს უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ ტრენინგები პედაგოგიკის თეორიულ ნაწილში, აგრეთვე, ექნებათ პრაქტიკის შესაძლებლობა.

    თეორიული ნაწილი/ტრენინგები (მოიცავს 3 კვირას - ონლაინ, შესაძლებელია დაიგეგმოს რამდენიმე ფიზიკური შეხვედრა საგანმანათლებლო სივრცეში):

    1) ზოგადი პედაგოგიკა და პედაგოგიკის ეთიკის ნორმები
    2) ციფრული რესურსები და ონლაინ სწავლების მეთოდები
    3) აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხელოვნება და პედაგოგის მეტყველება
    4) მოსწავლის პროდუქტიულობის გაზრდის ტექნიკები
    5) სასწავლო სილაბუსის შექმნა და ტესტირება
    6) სასწავლო პროცესის მენეჯმენტი და გამოწვევები

    პრაქტიკული ნაწილი/რეალური პროექტი (მოიცავს 5 კვირას):

    პრაქტიკოსი პედაგოგი შექმნის თავის კურსს შესაბამისი სილაბუსით და საშუალება ექნება 4-5 კვირის განმავლობაში ჩაატაროს ონლაინ/ ფიზიკური მეცადინეობები ინჰუას აკადემიაში, მიიღოს უკუკავშირი, როგორც ინჰუას მოქმედი ლექტორებისგან, აგრეთვე, მოსწავლეებისგან.

     
    პედაგოგიკის პრაქტიკის სრული საფასური (ჯამში 8 კვირა):

    1. ინჰუას აკადემიის სტუდენტები - 0 ლარი 
    2. უნივერსიტეტის სტუდენტები უცხო ენის ფილოლოგიის მიმართულებით - 880 ლარი 
    3. სხვა დაინტერესებული პირები - 990 ლარი 

    🔸გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით აპლიკაციის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს. ფორმდება ხელშეკრულება.

    🔸პედაგოგების ტრენინგები დაიწყება ივნისში და დასრულდება აგვისტოს დასაწყისში. 

  • შედეგი და უპირატესობა

    თეორიული და პრაქტიული ნაწილის დასრულების შემდეგ, საუკეთესო პრაქტიკოს პედაგოგებს საშუალება ექნებათ, დასაქმდნენ ინჰუას აკადემიაში. 🔵 ყველა პრაქტიკოსი პედაგოგისთვის გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და რეკომენდაცია. 


    ინჰუას აკადემიის საკონტაქტო ინფორმაცია: 

    📱 𝟓𝟗𝟕 𝟕𝟏 𝟐𝟓 𝟒𝟔
    ✉️ 𝐢𝐧𝐟𝐨@𝐲𝐢𝐧𝐠𝐡𝐮𝐚𝐚𝐜𝐚𝐝𝐞𝐦𝐲.𝐠𝐞

    ინჰუას აკადემია, 

    გისურვებთ წარმატებას!

    ინჰუას აკადემია თქვენი წარმატებისთვის!

Dead Line Expired

ინფორმაცია

  • კომპანია

    ინჰუა აკადემია
  • სფერო

    უცხო ენები
  • სამუშაოს ტიპი

    part time
  • ანაზღაურება

    შეთანხმებით პრაქტიკის დასრულების შემდეგ
  • მდებარეობა

    ონლაინ, საქართველო
  • აპლიკაციის დახურვის თარიღი

    29 May 2024