×

2012 წელს, სოციოლოგიის სტუდენტების მიერ შეიქმნა „ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება,“ რომელიც პროფესიული ცოდნის დაგროვების პროცესში, კვლევითი პრაქტიკის აუცილებლობაზე იყო ორიენტირებული.


წლების განმავლობაში, გაერთიანებამ გაახორციელა არაერთი კვლევითი თუ საგანმანათლებლო აქტივობა და ითანამშრომლა სხვადასხვა ორგანიზაციასთან.


დაარსებიდან დღემდე, ორგანიზაციის ძირითადი მიზანი, ღირებულება იყო და არის: საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა, სწავლა, კვლევა, პროფესიონალიზმი, ცოდნის სწორად დაგროვება და გაცემა თანამშრომლობის პროცესში.


განვითარებასთან ერთად, სტუდენტური გაერთიანება გარდაიქმნა საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაცია • GYRSA (ჯირსა)-დ და დღეს ქართულ ბაზარზე სამეცნიერო-კვლევითი, მარკეტინგულ-საგანმანთლებლო კომპანიის სტატუსით ფუნქციონირებს.


2012 წლიდან დღემდე, ჩვენ დავაგროვეთ 11 წლიანი გამოცდილება კვლევების და განათლების სფეროში. შევინარჩუნეთ წლებისწინანდელი ახალგაზრდული შემართება, ენერგია, ღირებულებები, ცოდნა, ხარისხი, რეპუტაცია, პასუხისმგებლობა. GYRSA თანამშრომლობს კერძო, სამთავრობო, არასამთავრობო სექტორთან, ფიზიკურ პირებთან და უცხოურ კომპანიებთან. კომპანია აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო, საქველმოქმედო, საზოგადოებრივ თუ კვლევით პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ევროპასა და ჩინეთში.


“იკვლიე, ისწავლე და დააგროვე ცოდნა ჩვენთან ერთად!” 


ჩვენი გუნდი

nina@gyrsa.org nina

ნინო გელანტია

CEO
info@gyrsa.org amy

Amy Zhi Hui

მრჩეველი

ჩვენ დავაგროვეთ 11 წლიანი გამოცდილება კვლევებისა და განათლების სფეროში