×
gyrsa.org

GYRSA-ს წევრობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც არის:

⬇️

1️⃣სოციოლოგიის, სტატისტიკის, კვლევითი მიმართულებების, სოციალური მეცნიერებების, განათლების პროფესორი/ლექტორი, მენტორი.

2️⃣სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, სტატისტიკის ან მარკეტინგის სტუდენტი.

3️⃣სოციოლოგიით, სოციალური მეცნიერებებით, სტატისტიკით, კვლევებით, განათლებით ან კარიერის დაგეგმვით დაინტერესებული ადამიანი: პროფესიის, სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ტერიტორიის შეუზღუდავად. 


GYRSA-ს წევრობის შემთხვევაში:


1️⃣დაესწრებით GYRSA-ს მიმდინარე, კონკრეტულ კურსს/კურსებს;

2️⃣გაეცნობით კვლევის/კვლევითი ინტერვიუერობის სპეციფიკას და რესპონდენტთან ურთიერთობას;

3️⃣ჩაერთვებით GYRSA-ს კვლევით ლაბორატორიაში (Research Lab) და რეალურ ან იმიტირებულ ონლაინ/ოფლაინ კვლევებში;

4️⃣ჩაერთვებით GYRSA-ს კონკრეტულ კვლევით ან საგანმანათლებლო პროექტში, სოციალურ კამპანიებში;

5️⃣იმუშავებთ თქვენი იდეის კვლევით პროექტად გარდაქმნაზე/გახორციელებაზე, გრანტის მოძიებაზე;

6️⃣მიიღებთ ყოველთვიურ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური პროექტების, კონფერენციების და საგანმანათლებლო/სასტიპენდიო კონკურსების შესახებ;

7️⃣გამოიყენებთ თქვენს დროს პრაქტიკულად/პროდუქტიულად და დააგროვებთ ღირებულ ცოდნას, როგორც ონლაინ, აგრეთვე, ფიზიკურ სივრცეში.

წევრების მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ - შემოდგომას და გაზაფხულზე. 


➡️ფეისბუქ ჯგუფი ზოგადი ინფორმაციებისთვის


მონაცემების დაცვა და კონფიდენციალურობა!

ყველა რეგისტრირებული წევრის ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი შეინახება ჯირსას ბაზაში, არის კონფიდენციალური და არ გასაჯაროვდება სხვა პირებთან, წევრის თანხმობის გარეშე.

საწევრო პაკეტები