×
დააგროვე ცოდნა!
"დააგროვე ცოდნა COVID-19 პანდემიის პირობებში" არის ჯირსას სოციალური კამპანია, რომელიც დაიწყო 2020 წლის ივნისში და სრულდება 2022 წლის სექტემბერში.

პროექტის პარტნიორია ინჰუას აკადემია. 

კამპანიის ძირითადი მიზანი არის სხვადასხვა ენის შესწავლით დაინტერესებული ადამიანებისთვის მოკლევადიანი უფასო კურსის ან მასტერკლასის შეთავაზება, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, სტუდენტს იპოვოს სასურველი ენა, გაეცნოს ენის ლოგიკას, დაიწყოს შესწავლა სწორი მიმართულებით და, რაც მთავარია, გამოიყენოს სამომავლო კარიერაში; 
მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალურ კამპანიას ამ დრომდე 15000-ზე მეტი ადამიანი შემოუერთდა და 3000-მდე შერჩეულმა მონაწილემ დისტანციურად გაიარა:
🔸ჩინური
🔸არაბული
🔸კორეული
🔸თურქული
🔸იაპონური
🔸პოლონური
🔸ინგლისური 
🔸გერმანული

და სხვა ენის საბაზისო უფასო კურსი, ერთი საცდელი მეცადინეობა ან მასტერკლასი ენის ფილოლოგებთან. 

2022 წლის მარტში დაგეგმილია ინგლისური ენის ერთთვიანი დისტანციური კურსი დამწყებებისთვის. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

➡️ინგლისური ენა დამწყებებისთვის 

რეგისტრაცია დასრულდება 12 მარტს. კურსის დაწყების ზუსტ დროსა და საათზე დავუკავშირდებით ყველა შერჩეულ კანდიდატს.

კურსს ეთმობა 8 სალექციო საათი; შეხვედრები იქნება ონლაინ Google Meet-ში. 
კურსს კითხულობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფილოლოგიის სტუდენტი; 

კურსის გეგმა:
კვირა 1: ენის ლოგიკის გაცნობა, წარმოთქმები, მარტივი სიტყვები
კვირა 2: წარმოთქმები, მარტივი ფრაზები-დიალოგები, სავარჯიშოები
კვირა 3: დიალოგები, სავარჯიშოები
კვირა 4: სავარჯიშოები, გამეორება, ფინალური ტესტი
კურსის დასრულების და გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა წამახალისებელი სიგელი.

აპლიკანტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
ყველა რეგისტრირებული სტუდენტის ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი შეინახება ჩვენს ბაზაში, არის კონფიდენციალური და არ გასაჯაროვდება სხვა პირებთან. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაემატეთ ➡️ ფეისბუქის დახურულ ჯგუფში ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: ✉️ career@gyrsa.org

ჯირსა
გისურვებთ წარმატებას!