თუ წერა გიყვართ!
თუ ქმნით ბლოგებს, ესსეებს, სამეცნიერო სტატიებს, სხვა საინტერესო ნარატივებს და გსურთ ონლაინ სივრცეში გამოქვეყნება, ჩვენს ვებ-საიტზე დაგითმობთ თავისუფალ პანელს: პროფესიის, განათლების საფეხურის, ასაკისა და სხვა მახასიათებლების შეუზღუდავად.
ძირითადი მოთხოვნები პუბლიკაციის გამოგზავნისას:
1. MS Word ფორმატი, ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12;
2. თუ ტექსტში იყენებთ გრაფიკებს, დიაგრამებს, ფოტოებს, ჩასვით მაღალი ხარისხის JPG ან PNG ფორმატით;
3. თუ იყენებთ სხვა ნაშრომების ციტირებას, დაიცავით წყაროების დამოწმების და პლაგიატის წესები;
4. ნაშრომში არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, დისკრიმინაციის შემცველი ფრაზები;
🔵 🔵ნაშრომები მიიღება ყოველი თვის 28-რიცხვამდე. პუბლიკაციის განხილვისა და გამოქვეყნების ვადა მიღებიდან: 14 სამუშაო დღე (რედაქციისგან განხილვისა და უკუკავშირის პერიოდი).
🔵 პუბლიკაციის გამოქვეყნებისთვის არ არის გადასახადი.
🔵 გამოქვეყნებული პუბლიკაციები არ არის ანაზღაურებადი.
🔵ჯირსა უფლებამოსილია, არ გამოაქვეყნოს ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს. პუბლიკაცია გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე:
✉️ career@gyrsa.org
გამოგზავნისას Subject ველში მიუთითეთ კოდი: „BW ბლოგები“
👉 დამატებითი შეკითხვებისთვის გაწევრიანდი ჯირსას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში და მიიღე ინფორმაცია კარიერის დაგეგმვის შესახებ!
იკვლიე, ისწავლე და დაგეგმე შენი კარიერა ჩვენთან ერთად!