×
  • კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია პარტნიორ უნივერსიტეტებში - 2024

    2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის გავცემთ ერთწლიან (ჩინური ენის პროგრამა) სტიპენდიას ჩინური ენის შესასწავლად. 
    🔸ადგილების რაოდენობა: 8 სტუდენტი (2024 წლის შემოდგომისთვის)
    🔸ასაკი: 16-45 წელი 
    🔸აუცილებელი მოთხოვნა: ჩინური ენის სერტიფიკატი HSK3 დონიდან (B1)
    🔸სტუდენტს მანამდე არ უნდა ჰქონდეს მიღებული კონფუცის სტიპენდია, ან გასული უნდა იყოს 3 წელი სტიპენდიის მიღებიდან; 
    🔸სწავლა დაიწყება 2024 წლის სექტემბერში

    კონკურსის პირველი საფეხური იქნება საქართველოში, გავცემთ რეკომენდაციას სტუდენტებისთვის და დაგეხმარებით ყველა დოკუმენტის მოწესრიგებაში.
    📢 ჩვენი მხარდაჭერით ჩარიცხვის გარანტია 70-80% (ჩინეთის უნივერსიტეტები).
    📢 ყველა დეტალს და აპლიკაციის საფასურს გაეცანით ყურადღებით, შემდეგ შეავსეთ:


    🔔ჩვენი სტუდენტებისთვის ნებისმიერი პროგრამაზე მოქმედებს 80% ფასდაკლება.


    🔊 🕒 2024 წლის კონფუცის ინსტიტუტის სასტიპენდიო კონკურსის პირველი ეტაპის აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 10 მაისი; 
    მეორე ეტაპის აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 14 მაისი; 

    🕒 ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა იქნება 7 მაისს, რეგისტრირებულ აპლიკანტებთან;

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: ✉️career@gyrsa.org ან დაემატეთ ჯირსას დახურულ, საკონსულტაციო ფეისბუქ ჯგუფში ჩინური ენისა და კულტურის მიმართულებით ➡ ჩინური ენა • სტიპენდიები • დასაქმება • www.gyrsa.org



  • განათლება და მოთხოვნები

    კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობისთვის აუცილებელია მოსწავლე/სტუდენტი ფლობდეს აკადემური მოსწრების (ქულების) ინგლისურენოვან ამონაწერს, სკოლის ატესტატს, დიპლომს ან ცნობას უნივერსიტეტიდან მიმდინარე/შეჩერებული სტუდენტის სტატუსის შესახებ. 


  • გამოცდილება

    🔸ჩინური ენის შემსწავლელ პროგრამებზე, აუცილებელია სერტიფიკატი და ჩინური ენის ცოდნა HSK3+ დონეზე, პროგრამების მიხედვით.


  • შედეგი და უპირატესობა

    🔸ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, კონფუცის სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა; 
    🔸ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი ჩინური ენის შესწავლის შესაძლებლობა ჩინელ პედაგოგებთან ჩინეთის ტოპ უნივერსიტეტებში.
    🔸დასაქმების შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას.
    🔸ჩინეთში გამგზავრების შესაძლებლობა სრული დაფინანსებით.
    🔸სწავლის საფასურის დაზოგვა: კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიის აპლიკაციის და ჩვენი მომსახურების საფასური იწყება 1500 დოლარიდან და მერყეობს 2200 დოლარამდე, უნივერსიტეტების და სასწავლო პროგრამის, ან ხანგრძლივობის მიხედვით. საფასურის გადახდა ხდება ორ ნაწილად. ჩინეთის უნივერსიტეტის სრული დაფინანსება კი, შეადგენს დაახლოებით 30000-36000RMB-ს 1 წლის განმავლობაში, საცხოვრებლის დაფინანსებას, დაახლოებით 8000RMB და ხელზე ასაღებ ყოველთვიურ სტიპენდიას 2500RMB რაოდენობით. 

    ჩვენს მომსახურებაში შედის: 

    🔸სტუდენტის დოკუმენტების განხილვა და ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის შერჩევა, სადაც აპლიკაციას ექნება სტიპენდიის მოპოვების ყველაზე მეტი შანსი (ჩვენს საკონსულტაციო გუნდთან წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი პროგრამა და უნივერსიტეტი არის თუ არა ჩვენი პარტნიორი)

    🔸უნივერსიტეტთან კომუნიკაცია, აპლიკაციის შევსება

    🔸ჩვენი ოფიციალური რეკომენდაციები სტუდენტისთვის პარტნიორ უნივერსიტეტში, რაც ზრდის სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობას.

    🔸სტუდენტის საკონკურსო ესსეს იდეის მოფიქრება, სტუდენტის მიერ დაწერილი ესსეს, Study Plan ან სხვა მსგავსი დოკუმენტის რედაქტირება და საკონკურსო "დამუშავება" (ინგლისურად, ჩინურად) 

    🔸უნივერსიტეტისგან მოთხოვნილ სხვა დამატებით დოკუმენტებზე მუშაობა

    🔸ჩინეთიდან DHL-ით ჩარიცხვის ორიგინალი დოკუმენტების გამოგზავნის მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში)

    🔸კონსულტაცია - სტუდენტის ნასამართლეობის ცნობის და ჯანმრთელობის ცნობის შედგენაზე შესაბამის კლინიკაში, ჩინეთის სამგზავრო ბილეთების შეძენის შესახებ, ჩინეთში ცხოვრებისთვის საჭირო აპლიკაციების შესახებ. ნასამართლეობის ცნობის, ჯანმრთელობის ცნობის და სამგზავრო ბილეთის ხარჯი არ შედის სასტიპენდიო კონსულტაციის საფასურში. 


    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: ✉️career@gyrsa.org ან დაემატეთ ჯირსას დახურულ, საკონსულტაციო ფეისბუქ ჯგუფში ჩინური ენისა და კულტურის მიმართულებით ➡ ჩინური ენა • სტიპენდიები • დასაქმება • www.gyrsa.org


    ჯირსა, 
    გისურვებთ წარმატებას!

    იკვლიე, ისწავლე და დაგეგმე შენი კარიერა, ჩვენთან ერთად!

  • აპლიკაციის საფასური

    3,500ლ

Dead Line Expired

ინფორმაცია

  • კომპანია

    GYRSA
  • სფერო

    განათლება
  • სამუშაოს ტიპი

    project based
  • ანაზღაურება

    ⛔️
  • მდებარეობა

    ჩინეთი
  • აპლიკაციის დახურვის თარიღი

    10 May 2024