-
შემოგვიერთდით ჩვენი პედაგოგების გუნდში!
-
დავასაქმებთ, სტაბილურ, მოწოდებით პედაგოგებს სექტემბრიდან! სხვადასხვა საგნებისთვის:
🔶ქართული ენა და ლიტერატურა
🔶ისტორია
🔶გეოგრაფია
🔶ინგლისური ენა
🔶გერმანული ენა
🔶რუსული ენა
🔶მათემატიკა
🔶ფიზიკა
🔶ქიმია
🔶ბიოლოგია
🔶ზოგადი უნარები
პედაგოგს თავისუფალი უნდა ჰქონდეს კვირაში სულ მცირე 15-20 საათი.
➡სრულად შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ ფასების შემოთავაზება. ✔️ანაზღაურება არის საათობრივად და შეთანხმებადია.
შერჩეულ კანდიდატებთან იქნება გასაუბრება ონლაინ, ზუმში.
➡დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:✉️career@gyrsa.org ან დაემატეთ ფეისბუქ ჯგუფში.
-
განათლება და მოთხოვნები
✔️აუცილებელია, პედაგოგს ჰქონდეს შესაბამისი საგნის ცოდნა, ხარისხი, პასუხისმგებლობა და აბიტურიენტებისთვის სასურველ შედეგზე მუშაობის მოტივაცია, გამოცდილება.
✔️სასურველია, პედაგოგი ფლობდეს ციფრული სწავლების მეთოდებს/აპლიკაციებს და ერკვეოდეს ონლაინ და ოფლაინ განთლების გამოწვევებში.
-
გამოცდილება
აუცილებელია, პედაგოგს
✔️ჰქონდეს, როგორც დიდი (8-12 სტუდენტი), აგრეთვე პატარა ჯგუფების (4-7 სტუდენტი) მენეჯმენტის გამოცდილება.
✔️ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, არ აგვიანებდეს მეცადინეობაზე და დროულად უტვირთავდეს სტუდენტებს სასწავლო ფაილებს (მეცადინეობების გარკვეული ნაწილი არის ონლაინ).
✔️ჰქონდეს შემოქმედებითი ხედვა და იყენებდეს სხვადასხვა შემოქმედებით მიდგომას სწავლის პროცესში.
✔️თითოეულ სტუდენტს თანაბრად უნაწილებდეს ყურადღებას და ითვალისწინებდეს მათ უკუკავშირს.
-
-
შედეგი და უპირატესობა
✔️ ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2 კვირის განმავლობაში (საჭიროების შემთხვევაში), ჯირსას დაფინანსებით, პედაგოგი გაივლის ჯირსას ზოგადი პედაგოგიკის და ონლაინ განათლების ტრენინგს, ექნება 2 არაანაზღაურებადი დემო შეხვედრა სტუდენტებთან.
თეორიული ნაწილი/ტრენინგები: (მოიცავს 2 კვირას)
1) ზოგადი პედაგოგიკა და მასწავლებლის ეთიკის ნორმები
2) ციფრული რესურსები და ონლაინ სწავლების მეთოდები
3) აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხელოვნება და პედაგოგის მეტყველება
4) მოსწავლის პროდუქტიულობის გაზრდის ტექნიკები
ჯირსა,
გისურვებთ წარმატებას!
იკვლიე, ისწავლე, ასწავლე და გააზიარე ცოდნა ჩვენთან ერთად!
ინფორმაცია
-
კომპანია
GYRSA -
კატეგორია
💼 ანაზღაურებადი დასაქმება -
სფერო
განათლება -
სამუშაოს ტიპი
part time -
ანაზღაურება
საათობრივი -
მდებარეობა
საქართველო -
აპლიკაციის დახურვის თარიღი
10 Aug 2023