-
შემოგვიერთდით ჩვენი პედაგოგების გუნდში!
-
ჩვენთან და პარტნიორი კომპანიის, ინჰუას აკადემიაში, დავასაქმებთ, სტაბილურ, მოწოდებით პედაგოგებს შემდეგი ენებისთვის:
🔶კორეული
🔶ჩინური
🔶იაპონური
🔶არაბული
🔶თურქული
🔶გერმანული
🔶იტალიური
🔶ესპანური
🔶ფრანგული
🔶ინგლისური (IELTS, TOEFL, FCE)
🔶ინგლისური (Advanced C1-C2)
🔶🔶პედაგოგს თავისუფალი უნდა ჰქონდეს კვირაში სულ მცირე 15-20 საათი.
გთხოვთ, სრულად შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ ფასების ლოგიკური შემოთავაზება.
✔️ანაზღაურება არის საათობრივი და გასაუბრების ეტაპამდე,აპლიკაციების შერჩევის პროცესში, გათვალისწინებული იქნება ყველაზე ლოგიკური საბაზრო შემოთავაზება.შერჩეულ კანდიდატებთან იქნება გასაუბრება ონლაინ.
➡დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:✉️career@gyrsa.org ან შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში.
-
განათლება და მოთხოვნები
✔️აუცილებელია, პედაგოგს ჰქონდეს ენის სწავლების (სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი იყოს ენის ფილოლოგი) და როგორც ქართველ, აგრეთვე, უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება, ენის დონეების შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა.
✔️სასურველია, პედაგოგი ფლობდეს ციფრული სწავლების მეთოდებს/აპლიკაციებს და ერკვეოდეს ონლაინ განთლების გამოწვევებში.
-
გამოცდილება
აუცილებელია, პედაგოგს
✔️ჰქონდეს, როგორც დიდი (10-20 სტუდენტი), აგრეთვე პატარა ჯგუფების (3-8 სტუდენტი) მენეჯმენტის გამოცდილება.
✔️ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, არ აგვიანებდეს მეცადინეობაზე და დროულად უტვირთავდეს სტუდენტებს სასწავლო ფაილებს (მეცადინეობების ძირითადი ნაწილი არის ონლაინ).
✔️ჰქონდეს შემოქმედებითი ხედვა და იყენებდეს სხვადასხვა შემოქმედებით მიდგომას, სწავლის პროცესში.
✔️თითოეულ სტუდენტს თანაბრად უნაწილებდეს ყურადღებას და ითვალისწინებდეს მათ უკუკავშირს.
-
-
შედეგი და უპირატესობა
✔️ ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2 კვირის განმავლობაში (საჭიროების შემთხვევაში), ჯირსას დაფინანსებით, პედაგოგი გაივლის ჯირსას ზოგადი პედაგოგიკის და ონლაინ განათლების ტრენინგს, ექნება 1 არაანაზღაურებადი დემო (ონლაინ) შეხვედრა სტუდენტებთან.
თეორიული ნაწილი/ტრენინგები: (მოიცავს 2 კვირას)
1) ზოგადი პედაგოგიკა და მასწავლებლის ეთიკის ნორმები
2) ციფრული რესურსები და ონლაინ სწავლების მეთოდები
3) აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხელოვნება და პედაგოგის მეტყველება
4) მოსწავლის პროდუქტიულობის გაზრდის ტექნიკები
ჯირსა,
გისურვებთ წარმატებას!
იკვლიე, ისწავლე, ასწავლე და გააზიარე ცოდნა ჩვენთან ერთად!
ინფორმაცია
-
კომპანია
GYRSA, ინჰუას აკადემია -
კატეგორია
💼 ანაზღაურებადი დასაქმება -
სფერო
უცხო ენები -
სამუშაოს ტიპი
part time -
ანაზღაურება
საათობრივი, შეთანხმებით -
მდებარეობა
ონლაინ, საქართველო -
აპლიკაციის დახურვის თარიღი
17 Feb 2024