-
შემოგვიერთდით ჩვენი პედაგოგების გუნდში!
-
ჯირსას აკადემიაში დავასაქმებთ, სტაბილურ, მოწოდებით პედაგოგებს შემდეგი ენებისთვის:
🔶არაბული
🔶კორეული
🔶თურქული
🔶ქართული (უცხოელებისთვის, შესწავლა ინგლისური ენიდან)
🔶ინგლისური (IELTS, TOEFL, FCE-საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი პროგრამა)
🔶ინგლისური (B1-B2,C1-C2)
🔶🔶პედაგოგს თავისუფალი უნდა ჰქონდეს კვირაში სულ მცირე 15-20 საათი.
გთხოვთ, სრულად შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ ფასების ლოგიკური შემოთავაზება.
✔️ანაზღაურება არის საათობრივი და გასაუბრების ეტაპამდე,აპლიკაციების შერჩევის პროცესში, გათვალისწინებული იქნება ყველაზე ლოგიკური საბაზრო შემოთავაზება.შერჩეულ კანდიდატებთან იქნება გასაუბრება ონლაინ.
➡დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:✉️career@gyrsa.org ან შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში.
-
განათლება და მოთხოვნები
✔️აუცილებელია, პედაგოგს ჰქონდეს ენის სწავლების (სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი იყოს ენის ფილოლოგი) და როგორც ქართველ, აგრეთვე, უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება, ენის დონეების შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა;
✔️აუცილებელია პედაგოგი ფლობდეს ქართულ ენას (წერითი,სასაუბრო) უმაღლეს დონეზე;
✔️სასურველია, პედაგოგი ფლობდეს საოფისე პროგრამებს, ციფრული სწავლების მეთოდებს/აპლიკაციებს და ერკვეოდეს ონლაინ განთლების გამოწვევებში;
-
გამოცდილება
აუცილებელია, პედაგოგს
✔️ჰქონდეს, როგორც დიდი (10-20 სტუდენტი), აგრეთვე პატარა ჯგუფების (3-8 სტუდენტი) მენეჯმენტის გამოცდილება.
✔️ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, არ აგვიანებდეს მეცადინეობაზე და დროულად უტვირთავდეს სტუდენტებს სასწავლო ფაილებს (მეცადინეობების ძირითადი ნაწილი არის ონლაინ).
✔️ჰქონდეს შემოქმედებითი ხედვა და იყენებდეს სხვადასხვა შემოქმედებით მიდგომას, სწავლის პროცესში.
✔️თითოეულ სტუდენტს თანაბრად უნაწილებდეს ყურადღებას და ითვალისწინებდეს მათ უკუკავშირს.
-
-
შედეგი და უპირატესობა
✔️ ხელშეკრულების გაფორმებამდე (გამოსაცდელი ვადა - 2 თვე, ანაზრაურებადი), პირველი 2 კვირის განმავლობაში (საჭიროების შემთხვევაში), ჯირსას დაფინანსებით, პედაგოგი გაივლის ჯირსას ზოგადი პედაგოგიკის და ონლაინ განათლების ტრენინგს, ექნება ერთი არაანაზღაურებადი დემო (ონლაინ) შეხვედრა სტუდენტების უკუკავშირის მისაღებად.
თეორიული ნაწილი/ტრენინგები: (მოიცავს 2 კვირას)
1) ზოგადი პედაგოგიკა და მასწავლებლის ეთიკის ნორმები
2) ციფრული რესურსები და ონლაინ სწავლების მეთოდები
3) აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხელოვნება და პედაგოგის მეტყველება
4) მოსწავლის პროდუქტიულობის გაზრდის ტექნიკები
ჯირსა 2012 წლიდან მუშაობს სოციოლოგიის, კვლევების, მარკეტინგული კვლევების, სტარტაპის კვლევების, ჩინური ენისა და კულტურის კვლევების, განათლების კვლევების, საერთაშორისო პროექტების, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ტრენინგების, კურსების და სხვა თემატური მიმართულებებით.
ჯირსა,
გისურვებთ წარმატებას!
იკვლიე, ისწავლე, ასწავლე და გააზიარე ცოდნა ჩვენთან ერთად!
ინფორმაცია
-
კომპანია
GYRSA -
კატეგორია
💼 ანაზღაურებადი დასაქმება -
სფერო
უცხო ენები -
სამუშაოს ტიპი
part time -
ანაზღაურება
საათობრივი, შეთანხმებით -
მდებარეობა
ონლაინ, საქართველო -
აპლიკაციის დახურვის თარიღი
05 Sep 2025