×
nino gelantia_www.gyrsa.org

ნინო გელანტია

👩‍💼CEO 📊მკვლევარ-სოციოლოგი 🎓პედაგოგი 🔮STEM ინსტრუქტორი 🚀ანტრეპრენერი

ნინოს შესახებ 

განათლება

🔸ნანქაის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი ჩინური ენის მიმართულებით (Nankai University • 南开大学 მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 254-ე და ჩინეთის 3000-მდე ადგილობრივი უნივერსიტეტიდან მე-20 ადგილზეა).

🔸თიენძინის პედაგოგიური უნივერსიტეტის - Tianjin Normal Univerity • 天津师范大学 კურსდამთავრებული, ჩინური ენის მიმართულებით (ჩინეთის მთავრობის სტიპენდია).

🔸ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ბაკალავრი&მაგისტრი. 

🔸ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის ბაკალავრი (ინგლისური ფილოლოგია&ლიტერატურა).


სამუშაო გამოცდილება

🔸GYRSA-ს დამფუძნებელი და დირექტორი, 2012 წლიდან დღემდე.

🔸GYRSA-ს საავტორო კურსების და ტრენინგების ინსტრუქტორი, 2012 წლიდან დღემდე.

🔸ინჰუას აკადემიის თანადამფუძნებელი • პარტნიორი, ჩინური ენის ლექტორი, 2016 წლიდან დღემდე.

🔸კანადური საერთაშორისო კომპანიის ინგლისურ-ჩინურენოვანი სამეცნიერო ინსტრუქტორი STEM მიმართულებით და მარკეტინგის მენეჯერი, 2018 წლიდან დღემდე (პეკინი, ჩინეთი).

🔸RK Institute of Foreign Languages, ჩინურ-ინგლისურენოვანი მიწვეული ლექტორი, 2021 წლიდან დღემდე (ინდოეთი).

🔸ჩინეთის საერთაშორისო სტიპენდიების, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, 2022 წლიდან დღემდე.


მიღწევები

🔸ნინომ გაიარა საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგები:  პედაგოგიკაში (თიენძინი, პეკინი), STEM მეცნიერებაში (პეკინი, ჩინეთი), Innovation Strategies and Digital Transformation for Women Entrepreneurs (UN women, Israel in Georgia) და სხვა.

🔸ნინო იყო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებული სამაგისტრო ნაშრომისთვის - "შრომის ეთიკა და რელიგია: ჩინეთ-საქართველოს შედარებითი ანალიზი."

🔸მიუღია პრიზები:  საბაკალავრო ნაშრომისთვის, „დასავლური მენეჯმენტი და ქართველი მუშახელის შრომის ეთიკა“ (გამოცემულია კრებულად);  DVV International-სგან 2016 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის; გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისგან ადამიანის უფლებების ესსეების კონკურსში გამარჯვებისთვის; ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან" მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე საუკეთესო ბლოგის შექმნისთვის და სხვა.

🔸მონაწილეობდა სოციოლოგთა კონფერენციებში, სამეცნიერო და ფილოსოფიის სკოლებში; უნივერსიტეტებში სწავლის დროს ჰქონდა სახელმწიფო სტიპენდიები და უმაღლესი აკადემიური მოსწრება.

🔸ჩაბარებული აქვს პროფესიული თუ ინგლისური და ჩინური ენის არაერთი საერთაშორისო გამოცდა.


სხვა მიღწევები & ჰობი

🔸ნინოს უმუშავია ჩინეთის საერთაშორისო კომპანიებში მაღალი რანგის პოზიციებზე, აგრეთვე, დირექტორის ასისტენტად • მოვალეობის შემსრულებლად, კვლევის მენეჯერად, მარკეტინგის მენეჯერად, პროფესორის სამეცნიერო ასისტენტად; მონაწილეობა მიუღია მრავალ კვლევით, საგანმანათლებლო, ტურისტულ და ბიზნეს პროექტში, ამასთან, სამეწარმეო და ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით. უთანამშრომლია კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან.

🔸ნინო 11 წელია ჩართულია პედაგოგიურ საქმიანობაში, წაუკითხავს საჯარო ლექციები მცირე და დიდ აუდიტორიასთან. 2,5 წლიდან 70 წლამდე სტუდენტთან • მოსწავლესთან, მათ შორის, ინკლუზიური განათლების კუთხით.

🔸ნინო წლებია ეხმარება ქართველ და უცხოელ სტუდენტებს კარიერის დაგეგმვაში ან განვითარებაში და საერთაშორისო • საგანმანათლებლო სტიპენდიების მოპოვებაში.

🔸ეტაპობრივად ატარებდა სხვადასხვა ტრენინგს: სოციოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით, აგრეთვე, კვლევითი პროექტის დაგეგმვის, სტატისტიკური პროგრამების გამოყენების, ჩინური ენის ლოგიკის აღქმის, ქართული ენის გრამატიკის და სხვა საკითხების ირგვლივ; იყო ილიაუნის ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანების დამფუძნებელი. კითხულობდა და კითხულობს ლექციებს საქართველოში და საზღვარგარეთ. პერიოდულად იწვევენ სატელევიზიო გადაცემებში და ბეჭდურ მედიაში ინტერვიუსთვის.

🔸ნინოს ჰობი და freelancer სამუშაო არის - წერა. თავისუფალ დროს ხატავს, საყვარელი მიმდინარეობა არის სიმბოლიზმი, სიურრეალიზმი. 

🔸არის ნოველების, ესეების, სტატიების, ბლოგების უამრავი კონკურსის გამარჯვებული. ნინოს ნოველები დაბეჭდილია საკონკურსო ლიტერატურულ გამოცემებში.